ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის

რეჯე თაიფ ერდოღანი ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის დაჩქარებას მოითხოვს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უარი უნდა თქვას მოძველებულ პოლიტიკაზე და თურქეთთან ახლავე უნდა განაახლოს მოლაპარაკებები გაწევრების საკითხზე.


DW წერს, რომ ერდოღანმა, „ჩრდილოეთ კვიპროსში“ ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სხვა თემების განხილვისას მოულოდნელად ევროპული ინტეგრაციის თემა წამოჭრა და განაცხადა, რომ „ევროკავშირს თურქეთი სჭირდება.“


„თურქეთი ევროკავშირის ბოლო გასასვლელია. მსოფლიო იცვლება და ევროპა უკვე შეიცვალა - მოძველებული პოლიტიკური ბარიერების გავლენისგან თავის დასაღწევად, ეს შეიძლება, იყოს ნაბიჯი, რომელიც თურქეთისთვის ახალ ერას გახსნის და ევროკავშირს მომავალში წაიყვანს. ჩვენ მზად ვართ სრულუფლებიანი წევრობისთვის,“ - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 21 ივლისს, როდესაც ბრუნდებოდა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკიდან“, რომელიც გაეროს მიერ არ არის აღიარებული.


თურქეთი 25 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მოლაპარაკებები, რომელიც ექვსი წლის შემდეგ დაიწყო, 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის კრიტიკის გამო. კერძოდ, ერდოღანი არ ცნობს კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან