მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც $1 მილიარდიან საბანკო თაღლითობაში და სხვა უკანონო სქემებში ჩართვაში იყო ეჭვმიტანილი, სამშაბათს, 22 ივლისს საბერძნეთში დააკავეს, განაცხადა მოლდოვის პოლიციამ.
პოლიციის ინფორმაციით, ინტერპოლისგან ათენში მიიღეს ინფორმაცია მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პლახოტნიუკი იყო. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა მოლდოვური მედია წერს რომ პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ.
ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. ის ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ „ჩრდილოეთ კვიპროსში“ ცხოვრობდა.
მოლდოვაში პლოხოტნიუკზე სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.
მოლდოველი ოლიგარქი, 2022 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების სიაში შეიყვანეს კორუფციის ბრალდებებით.
2022 წელს იგი ასევე შეიყვანეს ბრიტანეთის სანქციების სიაში და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. ბრიტანეთში და მის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე მისი ქონება გაყინეს.
ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.