თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა — Tayfun Block-4 წარადგინა

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა, Tayfun Block-4, წარადგინა. Tayfun Block-4 ბალისტიკური რაკეტა Tayfun რაკეტის ჰიპერბგერითი ვერსიაა, რომელიც თურქეთის ყველაზე გრძელი რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტაა.


„Tayfun Block-4 დიდ რადიუსს აღწევს, რაც კიდევ ერთი რეკორდია თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. 7 ტონაზე მეტი წონის Tayfun-ის ეს ახალი ვერსია, თავისი მრავალფუნქციური ქობინით, კილომეტრების მანძილიდან შეძლებს მრავალი ისეთი სტრატეგიული სამიზნის განადგურებას -  როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, სამხედრო ანგარები და კრიტიკული სამხედრო ობიექტები,“ წერს თურქული სააგენტო Anadolu Roketsan-ის განცხადებაზე დაყრდნობით.