დიდმა ბრიტანეთმა £38 მილიარდის ღირებულების ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, კერძო ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწია

ბრიტანეთის მთავრობამ Sizewell C-ის ბირთვული ელექტროსადგურის აშენების დასაწყებად, საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღო.23 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მთავრობამ დაამტკიცა მრავალმილიარდიანი ინვესტიცია Sizewell C-ისთვის, რომელიც ექვსი მილიონი ოჯახისთვის საკმარის სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს.


მშენებლობის ღირებულება დაახლოებით £38 მილიარდია (დაახლოებით $51 მილიარდი), რომელიც კანადური საპენსიო ფონდის La Caisse-ის, ბრიტანული ენერგეტიკული კომპანიის Centrica-სა და Amber Infrastructure-ის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.


მთავრობამ დაადასტურა, რომ 44.9%-იანი წილით გახდება პროექტში ყველაზე დიდი აქციონერი. შედარებისთვის, La Caisse-ს ექნება 20%, Centrica-ს — 15%, ხოლო Amber Infrastructure-ს — საწყისი 7.6%. ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF მიიღებს 12.5%-იან წილს, რაც მიმდინარე თვეში უკვე იყო გამოცხადებული.