მედია: მილიარდერ ამბანის მიერ კონტროლირებადი, ინდური ნავთობგიგანტი რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს

მედიის ცნობით, ევროკავშირის ახალი სანქციების ფონზე, ინდურმა კომპანია Reliance Industries-მა, რომელიც დღეში თითქმის 600 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს, რუსული ნავთობის ალტერნატივების ძიება დაიწყო.


კერძოდ, მილიარდერ მუკეშ ამბანის მიერ კონტროლირებადმა Reliance Industries Ltd.-მ 18 ივლისის სანქციების პაკეტის გამოცხადების შემდეგ, აბუ-დაბიდან ნავთობი შეიძინა, რაც იშვიათი შემთხვევაა. 


„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, როგორც წესი, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან უფრო იაფ კლასს ყიდულობს, ამჯერად მან პრემიუმ ვარიანტი აირჩია,“ იუწყება Bloomberg-ი. 


Reliance-ის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. Bloomberg-ი წერს, რომ კომპანია უკვე ეძებს ალტერნატივებს ახლო აღმოსავლეთში. თუმცა საკითხი კვლავ ღიად რჩება - შეძლებს თუ არა ის რუსეთიდან ყოველდღიურად იმპორტირებული დაახლოებით 600,000 ბარელის ჩანაცვლებას და რა ფასად.


როგორც ცნობილია, 18 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და სამხედრო სექტორებზე, ასევე ,ევროკავშირთან ვაჭრობაზე. ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ნედლი ნავთობიდან დამზადებული საწვავის ნაკადის შეზღუდვას, ძალაში 2026 წლის იანვარში შევა.