საუდის არაბეთის პირველი THAAD-ის ტიპის სარაკეტო ბლოკი სრულად ფუნქციონირებს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა, გენერალმა ერიკ კურილამ ახლო აღმოსავლეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროების შემდეგ, სპარსეთის ყურის მეორე სახელმწიფოა, რომელიც Thaad ტექნოლოგიას იყენებს.
ამერიკული წარმოების მოწინავე სისტემას ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია.
მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 3.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა საუდის არაბეთისთვის მოწინავე რაკეტებისა და იარაღის მიყიდვისთვის.
შეთანხმება გულისხმობს სამეფოსთვის 1000 საშუალო რადიუსის ჰაერი-ჰაერის ტიპის მოწინავე რაკეტის (AMRAAM) და 50 AIM-120C-8 AMRAAM-ის მართვის სექციის გაყიდვას. ვაშინგტონმა ასევე დაამტკიცა საუდის არაბეთისთვის ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების გაყიდვა.