ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

12 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგ, შესაძლოა, Johnson & Johnson-ის ვაქცინა COVAX-ის პლატფორმამ ვაქცინების მსოფლიო გადანაწილების პროგრამაში ჩართოს.

ჯანმოს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ნებართვის საფუძველზე, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ფართო კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ზრდასრულ მოსახლეობაში ეფექტიანია. ამასთანავე Jonson&Jonson-ით იმუნიზაციისთვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია.