რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 ივლისს წვრთნები - „ივლისის ქარიშხალი“ დაიწყო.

მანევრები 27 ივლისამდე გაგრძელდება.


წვრთნებში მონაწილეობენ საბრძოლო გემები, წყალქვეშა ნავები, ავიაცია და უპილოტო სისტემები. თავდაცვის სამინისტროს თქმით, ყურადღება ექცევა სწრაფ რეაგირებას, სანაპირო თავდაცვას და მეზღვაურების ტაქტიკურ მზადყოფნას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი უკავშირდება შორეულ აღმოსავლეთში მზარდ დაძაბულობას და რუსეთის მცდელობას, რეგიონში სამხედრო კონტროლი გააძლიეროს.

  • კამჩატკა და სამხრეთ კურილები მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამხედრო, არამედ, იარაღის სტრატეგიული თვალსაზრისით (მაგ., რაკეტები, უპილოტოები)