პირველკლასელების სახელმძღვანელოებში პუტინის მიმართვა გამოჩნდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაწერა მიმართვა, რომელიც ყველა პირველკლასელის სახელმძღვანელოში შევა. პუტინმა მოამზადა პირველკლასელებისადმი მიმართვა, რომელიც სახელმძღვანელოს ახალ გამოცემაში იქნება შეტანილი. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 


„ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში მოსული ყველა ბავშვი დაინახავს, რომ არამხოლოდ მისი ოჯახი, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ, რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს მას ამ მშვენიერ დღეს,“ - განაცხადა პუტინის მრჩეველმა ელენა იამპოლსკაიამ. ის განმარტავს, რომ პუტინმა უკვე მოამზადა მიმართვა, რომელიც სკოლებსა და ბუკვარებში დაემატება.


„ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში მოსული ყველა ბავშვი დაინახავს, რომ არამხოლოდ მისი ოჯახი, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ, რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს მას ამ მშვენიერ დღეს,“ - აღნიშნა იამპოლსკაიამ.