საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას ეხმაურება და პარტიებსა და მედიას მოუწოდებს “დამატებითი დაძაბულობა” ხელოვნურად არ უნდა შექმნან.
როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს.
“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”, – წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს, დაახლოებით 14:30 წუთზე დაიწყო. თავმდამსხმელმა 19-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად, რომლებიც ეტაპობრივად გაათავისუფლა. საღამოს კი თანხის სანაცვლო, სამ მძევალთან ერთად დატოვა ტერიტორია. ჯერ უცნობია თუ სად და რა დამატებითი პირობა წამოაყენა მან