უიტკოფის განცხადებით, აშშ-მ მომლაპარაკებლები გაიწვია, რადგან “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ შეთანხმების მიღწევა არ სურთ

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებაზე “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ სურთ, აშშ-მა მომლაპარაკებლები გაიწვია და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. 


უიტკოფის თქმით, აშშ-მა დოჰაშ მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი მომლაპარაკებლები გაიწვია და ვაშინგტონი “ალტერნატიული ვარიანტების” ძიებას დაიწყებს, ვინაიდან “ჰამასის” ბოლო პასუხი “ნათლად აჩვენებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე სურვილის ნაკლებობას.”


„მიუხედავად იმისა, რომ მედიატორებმა დიდი ძალისხმევა გაწიეს, “ჰამასს” კოორდინირებულობა და კეთილსინდისიერად მოქმედება არ ეტყობა. ახლა ალტერნატიულ ვარიანტებს განვიხილავთ მძევლების დასაბრუნებლად და ღაზას ხალხისთვის უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად. სამწუხაროა, რომ “ჰამასმა” ეგოისტურად იმოქმედა. ჩვენ მტკიცედ ვეძებთ ამ ომის დასარულსა და ღაზაში სამუდამო მშვიდობას,” - განაცხადა უიტკოფმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა “ალტერნატიულ ვარიანტები” შეიძლება განიხილოს ვაშინგტონმა.