უკრაინა აშშ-სთვის $10-30 მილიარდის დრონების მიყიდვას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინულ დრონებს შეიძენს, კონტრაქტის თანხა 10-30 მილიარდი დოლარი იქნება. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს.


„ჩვენ შევთანხმდით ამერიკასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომ ისინი ჩვენგან დრონებს შეიძენდნენ. მე დავალება მივეცი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალს და სტრატეგიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ალექსანდრე კამიშინს.


ისინი ამას გააკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების მომზადება, სერიოზული შეთანხმება - 10-30 მილიარდი დოლარის ღირებულების (გარიგება),“ - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. უფრო ადრე, 16 ივლისს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინული დრონების შეძენა და უკრაინა დაინტერესებულია საჰაერო ფარის ფორმირებისთვის აღჭურვილობის შეძენით.