უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინამ პირველად სატესტო რეჟიმში მიიღო ტრანსბალკანური დერეფნით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით.
„ნეფტოგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტი „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“ გააფორმა.
ივლისში უკრიანული მედია წერდა, რომ სატესტო რეჟიმში ტრანსბალკანური დერეფნით, დღე-ღამეში 160 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა.
უკრაინა ბუნებრივ აირს დღეს უმეტესწილად, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს.