დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ, დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი ვაქცინის 14,080 დოზა უკვე მიიღო. როგორც ცნობილია, 5,550 დოზა იმერეთის რეგიონისათვისაა გათვალისწინებული.
დღეს Astra Zeneca-ს ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებშიც გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Astra Zeneca-ს ვაქცინის 400, აჭარაში კი 3 980 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს.
Astra Zeneca-ს ვაქცინა უკვე მიიღო კახეთმაც. კახეთში ვაქცინის 1,900 დოზა ჩაიტანეს.
რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც Astra Zeneca სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა, ორშაბათიდან კი იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალით დაიწყება და ეტაპობრივად სხვა კლინიკებსაც მოიცავს.
იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება.