აშშ-მ 2018 წლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასანქციო პაკეტი დააწესა. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-მ ირანის საზღვაო გადაზიდვების ქსელს ახალი, მასშტაბური სანქციები დაუწესა. Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ივნისში თეირანის ძირითადი ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას აორმაგებს.
„დღეს, 2018 წლის შემდეგ ირანთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ქმედებით, სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას ასანქცირებს და 50-ზე მეტი გემის იდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საზღვაო გადაზიდვების დიდი იმპერიის ნაწილი არიან, რომელსაც მოჰამან ჰოსეინ შამქანი (ჰოსეინი) აკონტროლებს.
ჰოსეინი - ალი შამქანის, ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის შვილი - ირანული რეჟიმის უმაღლეს დონეებზე მამამისის პოლიტიკური გავლენის მეშვეობით კორუფციას იყენებს, რათა ტანკერებისა და კონტეინერების გადამზიდების მასიური ფლოტი ააშენოს და ამუშაოს.
ამ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით მყიდველებისთვის ირანიდან და რუსეთიდან გადააქვს ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტები, ისევე როგორც სხვა ტვირთები, რითაც ათობით მილიარდობით დოლარის სარგებელს პოულობს.
დღეს შემოღებული 115-ზე მეტი სანქცია დღემდე უდიდესია მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანზე მაქსიმალური ზეწოლის ჩვენი კამპანია დაიწყო. ეს ქმედებები ამერიკას აყენებს უპირველეს ყოვლისა რეჟიმის ელიტების მიზანში ამოღებით, რომლებიც სარგებელს იღებენ, მაშინ როდესაც თეირანი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას," - ნათქვამია განცხადებაში.