პენტაგონმა უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის AMRAAM-ის რაკეტების დიდი პარტია შეუკვეთა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ამერიკულ კომპანია Raytheon-ს საშუალო რადიუსის "ჰაერი-ჰაერი" (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM) წარმოებისთვის 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რაც ამ პროგრამის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტია. იარაღი უკრაინასა და მოკავშირე ქვეყნებს მიეწოდება.


თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, გარიგება მოიცავს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ასევე 18 ქვეყნისთვის: დანია, ბელგია, იაპონია, ნიდერლანდები, კანადა, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, ტაივანი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, შვეიცარია, ისრაელი და ქუვეითი.

AMRAAM ამჟამად 14 სხვადასხვა პლატფორმაზეა ინტეგრირებული და 44 ქვეყანაში გამოიყენება.