ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის An-26-ის ჩამოვარდნის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
”წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - ნათქვამია ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა და ალმათის აეროპორტთან ჩამოვარდა. ის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან მოფრინავდა.