გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. გადაწყვეტილება გერმანიამ აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. გერმანია თავდაპირველად უკრაინას Patriot-ის დამატებით გამშვებ მექანიზმებს მიაწვდის უახლოეს დღეებში, რასაც მოჰყვება სისტემის დამატებითი კომპონენტების გადაცემა ორ ან სამ თვეში. სანაცვლოდ, ოფიციალური ბერლინი აშშ-სგან დაჩქარებული ტემპით Patriot-ის ახალ სისტემებს მიიღებს.
უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან რუსეთმა ამ ზაფხულსქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმები გააძლიერა და რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში Patriot ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სისტემად ითვლება.