თურქულმა თავდაცვის მწარმოებელმა კომპანია Roketsan-მა სტამბოლში დაფუძნებულ კომპანია Kale Jet Engines-თან ხელშეკრულება გააფორმა. ფრთოსანი რაკეტები ადგილობრივი წარმოების ტურბორეაქტიული ძრავებით აღიჭურვება, რაც საწვავის ხარჯებს შეამცირებს. ანკარა ამ ნაბიჯს სრულიად დამოუკიდებელი ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ Anadolu წერს.
შეთანხმებას სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერა ხელი.
თურქული მედია წერს, რომ KTJ-3700 მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ეფექტიანობას.
KTJ-3200 ასევე გამოირჩევა, როგორც თურქეთის პირველი ექსპორტირებული ადგილობრივი ტურბორეაქტიული ძრავა, რომელიც ამჟამად ბრაზილია-ემირატების MANSUP-ER ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პროგრამაში გამოიყენება.
ეს პარტნიორობა თურქეთის უფრო ფართო მცდელობის ნაწილია, რომელიც უცხოეთზე დამოკიდებულების მინიმიზაციას და ამავდროულად, ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.