უკრაინა დღეს საჰაერო ძალების დღეს აღნიშნავს

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დღეა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გააზიარა.

ეს დღე, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, 2007 წლის 27 ივნისიდან აღინიშნება. დღეს უკრაინის საჰაერო ძალები მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო კომპონენტებს, არამედ ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტებსაც, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და რადიოტექნიკურ ჯარებს, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმებს.