„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა

„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა. საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC+ ალიანსის კიდევ ექვსი ძირითადი წევრი ნავთობის წარმოების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ, რაც, ანალიტიკოსების თქმით, ნავთობის ფასების სტაბილურობის ფონზე ბაზრის წილის აღდგენას ისახავს მიზნად.


ნავთობის მოპოვება დღეში 548 000 ბარელით გაიზრდება.ოპეკი+“-ის გადაწყვეტილება იმ ფონზეა მიღებული, როდესაც აშშ ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა ის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

როგორც ცნობილია, ამ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის ვადას 8 აგვისტომდე აძლევს.