ელჩი: აქტიურად ვმუშაობთ უკრაინაში ერდოღანის ვიზიტზე

უკრაინის ელჩმა თურქეთში ნარიმან ჯელიალმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა პირადად გადასცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. ელჩი განმარტავს, რომ ამ ვიზიტის მთავარი საკითხი შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება გახდეს.


„იმისათვის, რომ თურქეთში უკრაინაზე მეტი ყურადღება მივიპყროთ, უნდა ვიმუშაოთ საერთო მიღწევებზე. ეს შეიძლება, იყოს ბიზნეს თანამშრომლობის გააქტიურება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება და ვიზიტების გაცვლა უმაღლეს დონეზე. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის ორგანიზებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად გამოგვიგზავნა მოწვევა და მე ეს გავიმეორე თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც ხელს უშლის მის განხორციელებას.


პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევა ძალიან მარტივია: თურქეთი დაინტერესებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. ეს შეთანხმება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის დიდი ნაწილისთვის, თუმცა ზოგიერთისთვის შესაძლოა, დაძაბულობა შექმნას გაზრდილი კონკურენციის გამო. თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ველოდებით თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,“ განაცხადა ელჩმა.