"AstraZeneca-ს ვაქცინის თრომბებთან კავშირზე არაფერი მიუთითებს", - ასე ეხმიანება ევროპის წამლების სააგენტო (EMA) გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ვაქცინა თრომს იწვევს.
ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 11 მარტს განაცხადა, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტა, რადგან ზოგიერთ ადამიანს, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თრომბი განუვითარდა.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აცრილ პოპულაციაში თრომბების განვითარების შემთხვევები იმაზე მაღალი არაა, ვიდრე - ზოგად მოსახლეობაში.
როგორც სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი, 2021 წლის 9 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, AstraZeneca-თი ვაქცინირებულ 3 მილიონ ადამიანში თრომბოემბოლიური მოვლენების 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
"არაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება რაიმე ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც გვერდით ეფექტად არაა მითითებული", - ნათქვამია განცხადებაში.