უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, კრასნოდარის მხარეში, სოჭის აეროპორტის საწვავისა და საწვავის შევსების კომპლექსზე იერიში მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე რუსეთის არმიის სამხედრო ავიაციაც იყო განთავსებული.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა ზომის მიღებას მტრის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის წინააღმდეგ,“ – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.