უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომს დაარტყეს.
„აეროდრომზე დარტყმის შედეგად, სამი „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავი დაიბომბა. „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავი სრულად განადგურდა, ხოლო კიდევ ერთი დაზიანდა,“ - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, „საკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო იარაღის საწყობიც დაბომბეს.
„მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მხოლოდ ერთი „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.