ავღანეთში აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ძლიერი აფეთქება ჰერათის პროვინციაში მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთების შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა.
პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვენენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.