აშშ წყნარ ოკეანეში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აეროდრომს აღადგენს - მედია

იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo იუწყება, რომ აშშ წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აეროდრომს აღადგენს, რომელიც 80 წლის წინ, იაპონიაზე ბირთვული დარტყმების სადესანტო პლატფორმად გამოიყენებოდა.


როგორც მედია წერს, აღდგენითი სამუშაო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩინეთის შეკავების ამერიკული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო სააგენტო ტინიანის ხელმძღვანელ ედვინ ალდანის სიტყვებს ციტირებს და წერს, რინ კუნძულის მცხოვრებლებს (დაახლოებით 2000 ადამიანს) არ სურთ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა და ისინი შიშობენ, რომ ტერიტორიის მცირე ფართობის გამო, საფრთხის შემთხვევაში, მათ დასამალი არსად ექნებათ.


მედია ტინიანზე აეროდრომის აღდგენის აშშ-ის გეგმების შესახებ ადრეც, მათ შორის, 2023 წელსაც იტყობინებოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მომავალში აეროდრომი შეიძლება, „ფართო“ სამხედრო ობიექტად იქცეს. 


ტინიანი დაახლოებით 101 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა და იაპონიიდან სამხრეთით, დაახლოებით, 2400 კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად, აშშ-ის სამხედრო ძალებს კუნძულის ორი მესამედი იჯარით აქვთ აღებული.