პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, რუსეთის დავალებით დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება.
დონალდ ტუსკის განცხადებით, „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები აშკარა მიზეზების გამო, რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ რეკრუტირებისგან განსაკუთრებით დაუცველები არიან.”
„როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანის დეპორტაცია უკვე განვახორციელეთ. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ ან მათი დეპორტაცია მოხდება,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.