ტრამპი: ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს „ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე“ უმასპინძლებს, რომლის მიზანიც ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებაა.


The Guardian-ი წერს, რომ ორმა ქვეყანამ მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოლაპარაკებები გამართა, მათ შორის, გასულ თვეში - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თუმცა გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად“, რამაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი სრულად გახსნას.


„ველოდები, რომ 8 აგვისტოს ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში გამართულ ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე. ეს ორი ერი მრავალი წელია, ომში იმყოფება, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მრავალმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, მაგრამ წარუმატებლად, ვიდრე ეს დრო დადგებოდა, "ტრამპის" დამსახურებით. უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი ადმინისტრაცია ჩართული იყო ორივე მხარესთან. 


პრეზიდენტი ალიევი და პრემიერი ფაშინიანი თეთრ სახლში შემომიერთდებიან სამშვიდობო {შეთანხმებაზე} ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვავლინოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი.


ძალიან ამაყი ვარ ამ ორი მამაცი ლიდერით, მათი სწორი ქმედებების გამო, სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხისთვის. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ წერს ტრამპი.