The Wall Street Journal-ი: უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში, რუსეთის შეტევის მთავარი პრობლემაა

The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში, რუსეთის შეტევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გამოცემა წერს, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის ზაფხულის შეტევა სუმის ოლქში შეაჩერეს, დაიბრუნეს ტერიტორიის ნაწილი, რაც მოსკოვის წარუმატებლობას ავლენს გადამწყვეტი საბრძოლო ოპერაციების წარმოებაში.


„შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე ჩავა,“ - წერს The Wall Street Journal-ი.


გამოცენის ცნობით, ივლისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა თითქმის შეწყვიტა შეტევა ამ ტერიტორიაზე და ბოლო კვირების განმავლობაში, ოფიცრები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ 10-დან 15 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია და ორი სოფელი დაიბრუნა.