გერმანული Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავები პოლონეთში განლაგდნენ

ხუთი გერმანული Eurofighter-ი პოლონეთში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, საჰაერო პატრულირებას გააძლიერებს. 

ხუთი გერმანული Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავი პოლონეთის 23-ე ტაქტიკურ საჰაერო ბაზაზე, მინსკ-მაზოვიეცკიში რამდენიმე კვირით განთავსდება.

NATO-ს განცხადებით, ეს განლაგება აჩვენებს შეკავებისა და თავდაცვისადმი საერთო ერთგულებას, რაც ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.