AP: სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო დერეფანი, სავარაუდოდ, მოიცავს სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზებსა და ენერგორესურსებს

8 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე“ უმასპინძლებს. მანამდე, სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ მოსალოდნელი შეთანხმებები მოიცავს მნიშვნელოვან გარღვევას რეგიონში სატრანზიტო დერეფნის შექმნის კუთხით.

დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს, სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება. ის აზერბაიჯანს, მის ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს, რომელიც ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიანი (20 მილის) მონაკვეთით არის გამოყოფილი.


AP წერს, რომ სავარაუდოდ, სატრანზიტო დერეფანი საბოლოოდ მოიცავს რკინიგზას, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხაზებს, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებს, რაც ტვირთებისა და საბოლოოდ, ადამიანების გადაადგილებას უზრუნველყოფს. შეთანხმება ითვალისწინებს არა აშშ-ის მიერ სატრანზიტო დერეფნის მშენებლობის დაფინანსებას, არამედ, კერძო კორპორაციების მიერ მისი განვითარების უზრუნველყოფას.