ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მალე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მალე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამ შეხვედრის ადგილმდებარეობაც მალე გახდება ცნობილი.

„მე ძალიან მალე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს უფრო ადრეც მოხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებზე მუშაობაც, სამწუხაროდ, ხალხს უწევს,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.


როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს პუტინის ბოლო შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა: „არ მომწონს ტერმინის „ბოლო შანსის“ გამოყენება“. მოგვიანებით მან თქვა, რომ უკრაინის სიტუაცია შეიძლება, ძალიან მალე მოგვარდეს.