უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ამერიკის მოტყუებას აპირებენ, თუმცა უკრაინა ამ სტრატეგიას წარმატების საშუალებას მისცემს.
ზელენსკის ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრამდე გაკეთდა. ლიდერები ალასკაში შეხვდებიან, სადაც რუსეთის სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, რომელიც, სავარაუდოდ, კიევის მიერ მოსკოვისთვის ახალი ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „მუდმივ კომუნიკაციაშია“ აშშ-ში პარტნიორებთან მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხზე.
„ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებთან მუშაობს. არცერთი დღით არ ვწყვეტთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ რეალური მშვიდობა. ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, სცადონ ამერიკის მოტყუება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არ გადადგა არცერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ.
„ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რასაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა სანქციები და რუსეთზე ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.
„თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.