რუსეთში პოლიციამ ოპოზიციის კონფერენცია ჩაშალა - დაკავებულია 200 ადამიანი

რუსეთის პოლიციამ ოპოზიციის კონფერენცია ჩაშალა და 200 ადამიანი დააკავა, მათ შორის გახმაურებული ოპოზიციური ფიგურები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შაბათ-კვირის ფორუმი ახალი დაწყებული იყო, როცა პოლიცია შევიდა სასტუმროში და კონფერენციის ყველა მონაწილე დააკავა.

მთელი რუსეთის მასშტაბით მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლეები კონფერენციაზე შეიკრიბნენ, სადაც განიხილავდნენ სექტემბრის ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების სტრატეგიას.

პოლიციის ინფორმაციით, ფორუმისას კორონავირუსის წესები დაირღვა. ამავდრულად, ღონისძიება მოაწყო "არასასურველმა ორგანიზაციამ" - "ღია რუსეთმა".

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი, ასევე პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი და ევგენი როიზმანი, მუნიციპალური დეპუტატი იულია გალიამინა, ილია იაშინი და სხვები.