Bloomberg: უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, სარატოვის ქარხანამ ნავთობის მიღება შეაჩერა

რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა.

შესაბამის ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ი წერს, რომ თუ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 140 000 ბარელი ნავთობია, მუშაობის განახლებას დროულად ვერ შეძლებს, ეს შესაძლოა, აისახოს ბენზინის შიდა მიწოდებაზე იმ პერიოდში, როცა სეზონური მოთხოვნა გაზრდილია.