უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება.
„საღამოს მიმართვაში „დღეს დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს პუტინს და სინამდვილეში, რისთვის ემზადება. კერძოდ, სამხედრო მზადებასთან დაკავშირებით. ცალსახად, ის ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს.
„არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.