ერდოღანი: თურქეთი და საქართველო რეგიონული თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის მხარდამხარ იმუშავებენ

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო გააგრძელებენ „მხარდამხარ“ მუშაობას რეგიონული თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის. Anadolu-ს ცნობით, ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს, 12 აგვისტოს, თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მან ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მას „შუა დერეფნის ხერხემალი“ უწოდა.


ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


„ჩვენ სტაბილურად მივდივართ ჩვენი ახალი მიზნისკენ, 5 მილიარდი დოლარისკენ,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 


ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.