უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა.
მას ბერლინში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.