უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსული Su-30SM სავარაუდოდ, კუნძულ ზმეინთან ჩამოვარდა

რუსული Su-30SM გამანადგურებელი შესაძლოა, კუნძულ ზმეინთან ჩამოვარდა. უკრაინის საზღვაო ძალების მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ პილოტებთან კონტაქტი დაკარგა, იუწყება RBC-Ukraine.


თვითმფრინავის ნამსხვრევები ზღვაში იპოვეს, მაგრამ პილოტების ადგილმდებარეობა უცნობია. სუ-30სმ გამანადგურებელი რუსული ორადგილიანი, მეოთხე თაობის, მრავალფუნქციური მძიმე გამანადგურებელია. თვითმფრინავი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა.


ის შექმნილია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად და საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურებისთვის. თვითმფრინავი აღჭურვილია ორი ტურბოვენტილატორიანი ძრავით. მისი მაქსიმალური სიჩქარე 2,125 კმ/სთ-ს აღწევს. საბრძოლო რადიუსი 1500 კმ-მდეა, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი წონა 34500 კგ.


თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის დაზვერვამ განაცხადა, რომ დონის როსტოვის ცენტრალურ აეროდრომზე სუ-30სმ გამანადგურებელი დაიწვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იმ დროს ოპერაციის დეტალები არ გაამხილა.