აშშ-მ რუსული კრიპტობირჟა დაასანქცირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის, Garantex-ისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადეს.


ამერიკამ ასევე გამოაცხადა 6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც „შავ სიაში“ შეყვანილი ფიზიკური პირების დაკავებას შეუწყობს ხელს.


აშშ-ის სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ Garantex-ს, სავარაუდოდ, კიბერდამნაშავეები იყენებენ ფულის გასათეთრებლად. ბირჟამ 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე მინიმუმ 96 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქციები დაამუშავა.