ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ - კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, - განუცხადა კრისტიან დანიელსონმა „პირველ არხს“.​

„ქართული ოცნებიდან“ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.