მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი.


გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.

Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი.


უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი გატაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული. კიევმა მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლო. უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.