რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.


რუსეთი ოდესას დრონებით ესხმის თავს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. იბომბება ხარკოვიც.


გარდა ამისა, რუსული რაკეტა სუმის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაეცა.


უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების ტალღა 17 აგვისტოს გვიან ღამით წამოიწყო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.