საქართველოში კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 233, გარდაიცვალა -5. დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 1.02 %.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
აქტიური შემთხვევა: 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 604 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 632 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაშია 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.