იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელიც ვაშინგტონში, თეთრ სახლში დღევანდელ სამიტზე დასასწრებად იმყოფება, აცხადებს, რომ დასავლეთი „მშვიდობის აღსადგენად და სამართლიანობის გარანტიის“ ინსტრუმენტია. ჯორჯია მელონი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკვე თეთრ სახლში იმყოფება.
„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვან სამუშაოს შევასრულებთ,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
მელონი „მოხარულია, რომ უკრაინისთვის NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება.“