გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დონბასის დათმობა იგივეა, რომ აშშ-ს მოუწიოს ფლორიდის დათმობა. მან ხაზი გაუსვა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ, არ შეუძლია, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.
„რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მა უნდა დათმოს ფლორიდა,“ - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ამაში მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა,“ - განუცხადა მერცმა მედიას.