რუსეთი ფინანსური კრიზისის გამო, ირანთან საზღვაო არხის გაფართოებაზე უარს ამბობს — მედია

რუსეთის მთავრობა ვოლგა-კასპიის ზღვის ნავიგაციის არხის (ВКМСК) განვითარებაზე უარს ამბობს. ეს არხი ამოიყენება, მათ შორის, ირანთან სავაჭრო მიმოსვლისთვის. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ივლისში აცნობა. 


2023 წელს პროექტი დაიწყო და უკვე დახარჯულია 7.59 მილიარდი რუბლი, 2025 წელს კი, დამატებით 3.53 მილიარდის ხარჯვა იყო დაგეგმილი. თუმცა კასპიის ზღვის დონემ ბოლო წლებში მკვეთრად დაიწია, რის გამოც სამუშაოს ღირებულება გაიზარდა, ხოლო „როსმორპორტის“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.


მთავრობის მონაცემებით, 4.2-4.5 მეტრის გარჩევის მქონე ხომალდები არხზე გადაადგილების მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, ამიტომ, გაფართოება აღარაა რენტაბელური და 4.2 მეტრამდე მიმოსვლა საკმარისია სატვირთო ბრუნვის შენარჩუნებისთვის.


ირანის გეგმები ასევე გულისხმობს რუსეთის ხორბლის გადატანას კასპიის გზით, რაც ტვირთების რაოდენობას გაზრდის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტიციები რთულად დასაბუთებადია დაბალი მოთხოვნის გამო, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები.


ხსენებული არხი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზა იყო ირანთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის.