Reuters: უსაფრთხოების გარანტიის სახით, აშშ ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს

Reuters-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტიის სახით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს.

კერძოდ, ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეძლებენ, უზრუნველყონ ქვეყნის საჰაერო სივრცის საიმედო დაცვა.


ბრიტანული სააგენტო წერს, რომ აშშ-ისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელებმა დაასრულეს უკრაინის საკითხზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ვარიანტების შემუშავება და ახლა ამ ვარიანტებს თავიანთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს წარუდგენენ.

აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრები ვაშინგტონში 19-21 აგვისტოს გაიმართა.