სომხეთში ბანკებმა და ბროკერებმა რუსეთთან ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლისთვის, ქვეყანაში ანგარიშების მქონე რუსეთის მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებისგან საგადასახადო რეზიდენტობის დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყეს.
მონაცემთა ავტომატური გაცვლის ამოქმედების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისა და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების შემოსავლებისა და აქტივების შესახებ მონაცემები ხილული გახდება რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები მოთხოვნილ ინფორმაციას დამალავენ, მათი საბანკო ანგარიშის მომსახურება შეჩერდება.
საგადასახადო რეჟიმი საგადასახადო რეზიდენტობაზეა დამოკიდებული. რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, რუსეთის საგადასახადო რეზიდენტებად მიიჩნევს იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში წელიწადში 183 დღეზე მეტხანს იმყოფებიან.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ათიათასობით რუსი გაემგზავრა სომხეთში, რომელთაგან ბევრმა ქვეყანაში ანგარიში გახსნა. თუმცა სომხურ ბანკებში ანგარიშებს ასევე ხსნიან ისინი, ვინც აგრძელებენ რუსეთში ცხოვრებას და შესაბამისად, საგადასახადო რეზიდენტებად რჩებიან.
ფინანსური ინფორმაციის გაცვლა სომხეთსა და რუსეთს შორის, სავარაუდოდ, 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში, რუსების აქტივების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის (FTS) ხილული გახდება.
გაცვლის დაწყებით, სომხეთი ასრულებს „საგადასახადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ზომების განხორციელების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს. RBK წერს, რომ სომხეთი წელიწადში ერთხელ, დაახლოებით, 120 ქვეყანასთან გაცვლის საბანკო კლიენტების ფინანსურ ანგარიშებს.
რუსეთი ფინანსური ინფორმაციის გაცვლაში 2018 წლიდან მონაწილეობს, მაგრამ 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთთან ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გაგრძელებაზე.